ლარის გაუფასურებამ გლდანის შაურმა გააძვირა

,,გლდანის შაურმა” პროდუქციას აძვირებს და ამ ყველაფრის მიზეზად ლარის კურსს ასახელებს.

,,საქართველოში შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ბაზარზე არსებული დოლარის კურსის ცვალებადობას, გამოიწვია პროდუქტებზე, ჩვენს შემთხვევაში კი იმ რესურსებზე ფასების ზრდა, რომელიც საჭიროა შაურმის მოსამზადებლად, ეს უკანასკნელი კი აისახა შაურმის თვითღირებულებაზე” – აცხადებენ კომპანიაში.

16 სექტემბრიდან იმიქმედებს შემდეგი ტარიფები:
1.შაურმა ლაითი-5ლ
2.სტანდარტული-7ლ
3.საშუალო-9ლ
4.დიდი-13ლ
5.როიალი-8ლ

 ეს ცვლილება ვრცელდება ბათუმის ფილიალშიც.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]