„ჯეოსელი“ მფლობელის გარეშე რჩება, კომპანიის მომავალი გაურკვეველია

კორუფციული სკანდალის შემდეგ ,,თელიასონერა“  საქართველოს და დსთ–ს წევრი ქვეყნების ბაზრებს ტოვებს

სკანდინავიურმა კომპანია ,,თელიასონერამ“ მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს მისი კუთვნილი ოპერატორები დსთ–ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოში. კომპანია აპირებს დაკონცენტრირდეს ევროპულ ბაზრებზე. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო მას შემდეგ რაც, კორუფციული სკანდალში გაეხვა უზბეკეთში.

ევრაზიასთან განშორება
შვედურ–ფინურმა კომპანია ,,თელიასონერამ“ გადაწყვიტა დატოვოს ევრაზიის მცირე ბაზარი, რომლის შემადგენლობაშიც, ძირითადად, შედიან დსთ–ს წევრი ქვეყნები. კომპანიის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ კომპანია უნდა დაკონცენტრირდეს  შვედეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ბაზრებზე.

დსთ–ს ქვეყნებში გაფართოება ფინურმა ,,სონერამ“ 2000–იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თურქულ ოპერატორ ,,თურქსელთან“, ჰოლდინგ  FinTur–თან ერთად. კომპანიას თურქებმა გადასცეს შემდეგი კომპანიების საკონტროლო პაკეტები: Azercell  (აზერბაიჯანი), Geocell (საქართველო), Moldcel (მოლდოვა), Kcell (ყაზახეთი). 2001 წელს ,,სონერა“ გაუერთიანდა შვედურ ,,თელიას“, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა კომპანია ,,თელიასონერა“.

2003 წელს ,,თელიასონერამ“ დაამყარა კონტროლი თურქულ ჰოლდინგ FinTur–ზე.  2007 წელს შეიძინა ყოფილი საბჭოთა კავშირის  წევრი ქვეყნების ოპერატორები: Coscom (უზბეკეთი, სავაჭრო მარკა Ucell) და ჰოლდინგი Tcell  (ტაჯიკეთი). ასევე, 2008 წელს ,,თელიასონერამ“ შეიძინა ყაზახური ჰოლდინგი Visor, მობილური ოპერატორი ნეპალიდან და კამბოჯიდან, მაგრამ კამბოჯური კომპანია მალევე გაყიდა.

გაყიდვების ლირედები
,,თელიასონერამ“ გადაწყვიტა დაემშვიდობოს შვიდი ქვეყნის მობილური ოპერატორების  ბაზრებს, აქედან ხუთი დსთ–ს წევრი ქვეყანა, საქართველო და ნეპალი. ,,თელიასონერას“ საკუთრებაში არსებული მობილური ოპერატორები ითვლებიან ბაზრის ლიდერებად ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, ნეპალში და ყაზახეთში. მოლდოვაში, აზერბაიჯანში და საქართველოში კი იკავებენ მეორე ადგილს აბონენტების რაოდენობის მიხედვით.

ვადა, თუ როდის აპირებს სკანდინავიური კომპანია მათ გაყიდვას, ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი. ევრაზიის რეგიონში მოქმედმა ოპერატორებმა 2014 წელს გამოიმუშავეს 20,5 მილიარდი კრონი, 2,5  მილიარდი დოლარი, ეს არის ,,თელიასონერა“ ჯგუფის მთლიანი შემოსავლის 20%. ევრაზიის რეგიონში წლის ბოლოს ემსახურებოდნენ 45 მილიონ აბონენტს, რაც ,,თელიასონერას“ მთლიანი აბონენტების რაოდენობის 60%-ს შეადგენს.

,,თელიასონერა“ კორუფციის გამო დატოვებს დსთ-ს ქვეყნების და საქართველოს ბაზრებს , მაგრამ ინარჩუნებს წილს რუსულ მეგაფონში
,,თელიასონერას“ გენერალური დირექტორის იოჰან დენელინდის განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში კომპანია აქტიურად მუშაობდა რათა გაეუმჯობესებინა საკუთარი ოპერაციები ევრაზიის წევრ ქვეყნებში, მათ შორის  გამჭვირვალობისა და საიმედოობის კუთხით.

,,ჩვენ გვჯერა, რომ ამ აქტივების გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფას შეძლებენ სხვა პირები.  ჩვენი აქციონერებისა და აბონენტებისთვის იქნება უკეთესი თუ ჩვენ დავკონცენტრირდებით ევროპის ბაზარზე“, – აცხადებს დენელინდი.

ევრაზიის ბაზრიდან გასვლის შემთხვევაში, ,,თელიასონერას“ რჩება ოპერატორები სკანდინავიაში (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, დანია), ესპანეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ლიტვა,ლატვია,ესტონეთი). ასევე, ,,თელიასონერას“ რჩება საკონტროლო პაკეტები რუსულ კომპანია ,,მეგაფონში“ და ,,თურქსელში“.  სკანდინავიური კორპორაციის წარმომადგენელმა ჰენრიდ ვესტმანმა განაცხადა, რომ ამ ორი აქტივის გაყიდვაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

კორუფციული ბილიკი
,,თელიასონერას“ შესვლა გახდა ანტიკორუფციული სკანდალის მიზეზი უზბეკეთში.  როგორც ცნობილი გახდა, ადგილობრივი ოპერატორის Coscom ყიდვისას სკანდინავიურმა კომპანიამ 250 მილიონი  დოლარი გადაუხდა დიზაინერ გაიანე ავაკიანს და გულნარა კარიმოვს – უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის შვილს.

ამ სკანდალის შედეგად, საკუთარი პოსტები დაკარგეს ,,თელიასონერას“ ტოპ-მენეჯერებმა, პრეზდენტმა ლარს ნუბერგმა და ფინანსუსრმა დირექტორმა პერ-ანრე ბლომკვისტამ. ,,აზიაში ბიზნესი შეიძლება იყოს მომგებიანი, მაგრამ ბაზარზე შესვლისას, სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“, – აცხადებს ,,თელიასონერას“ გენერალური დირექტორი იოჰან დენილენდი.

კოპანია ,,ჯეოსელში’’ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ და განმარტებებსაც ვერ აკეთებენ
როგორც ცნობილია და ავღნიშნეთ კიდეც, ,,თელიასონერა“ საქართველოში მობილურ ოპერატორ ,,ჯეოსელს“ ფლობს. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავინტერესდით, რა  ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ იგეგმება კომპანიის გასხვისება. ,,ჯეოსელში“ გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნიათ და გვთხოვეს დამატებითი კითხვებით თავად ,,თელიასონერასთვის“ მიგვემართა.

..ქართული ბაზრის დატოვებასთან დაკავშირებით, ჯერ–ჯერობით არანაირი ქმედითი ნაბიჯები ,,თელიასონერას“ მხრიდან არ გადადგმულა. გავრცელდა მხოლოდ განცხადება გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. სამომავლო გეგმებსა და ბაზრის დატოვების მიზეზებზე კონკრეტული პასუხის გაცემა მხოლოდ ,,თელიასონერას“ წარმომადგენლებს შეუძლიათ“, – აცხადებენ კომპანია ,,ჯეოსელში“.

გიორგი კაპანაძე

[wpolling id=”5″ width=”” height=””]