მთავრობამ პარლამენტს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა
აღმარულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატიდან ოთხი წარადგინა.
კერძოდ, კანდიდატებად წარდგენილი არიან: ხუთი წლის ვადით ეფრემ ურუმაშვილი, შვიდი წლის ვადით – ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვაზანაძე და საშა ტერნესი.
შეგახსენებთ, „ეროვნული ბანკის შესახებ“კანონის თანახმად, საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება, რომელთაგან მთავრობა ხუთ წევრს პარლამენტს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო ირჩევს, ხოლო ერთი წევრის პოსტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიკავებს.