„ავერსის“ შვილობილი „მედალფა“ თბილისში მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრს ხსნის

თბილისში ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება.

“მედალფას” რიგით მეხუთე კლინიკა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85–კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

მედალფას სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა. ცენტრში მიიღებთ როგორც სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე ჩაიტარებთ შემდეგი სახის კვლევებს, როგორიცაა: ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოსკოპია, ანოსკოპია, ინსემინაცია და კლინიკური ლაბორატორიული კვლევები.

კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს, – აერთიანებს.

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.