„ბაზისბანკის“ მოგება 21.6%-ით შემცირდა

„ბაზისბანკის“ წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი ნახევრის ბოლოს 5.42 მლნ ლარი შეადგინა, რაც 21.6%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან ივნისის ბოლოს, როცა ბანკს 6.916 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

ამ 1 წელიწადში ბანკის აქტივები 469.054 მლნ ლარიდან 727.983 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 345.894 მლნ ლარიდან 593.617 მლნ ლარამდე.

შარშან ივნისის ბოლოს „ბაზისბანკის“ სააქციო კაპიტალი 123.16 მლნ ლარი იყო, ხოლო წელს 30 ივნისისთვის – 134.366 მლნ ლარი.

ბანკის აქციათა 92.78% შპს “Xinjiang HuaLing Industry & Trade (Group) Co”-ს საკუთრებაა, ხოლო 7% – მი ზაიქის.