დიმიტრი ქუმსიშვილი საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას პროგნოზირებს

საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდება. ეკონომიკის მინისტრი პოზიტიურ პროგნოზს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით აკეთებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბიუჯეტის გადახედვასაც არ გამორიცხავს, თუმცა მისივე განცხადებით, ამის საჭიროება არ დგას „ვალუტაზე ზეწოლა წინა წელთან შედარებით, წლის ბოლოსთვის, 100-180 მლნ აშშ დოლარით იქნება შემცირებული. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება“, – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკის და მდგრადის განვითარების მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით, შესაბამის ღონისძიებებზე, მისი უწყება ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს. ლარი წონასწორობის ახალ წერტილშია – $1/2,4310 ლარი. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აგვისტოში 3%-ით არის გაუფასურებული, ივლისში იყო 1,37%-ით ივნისში კი გამყარდა.

ექსპერტები და ბანკირები ლარის დაცემის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, ყურადღებას მოლოდინებზე ამახვილებენ. რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს ჯერ ხელფასი არ აქვთ აღებული და უკვე აკონვერტირებენ. განწყობების ფორმირებას , ეკონომიკური ცენტრის თავმჯდომარე, ინსტიტუციებს შორის კოორდინაციის მოშლას და არასწორ განცხადებებს უკავშირებს. საბანკო სფეროს ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ აჟიოტაჟის განმუხტვა და მოლოდინების შეცვლა მხოლოდ სებ-ს ხელეწიფება. მიაჩნიათ, რომ სავალუტო ბაზარზე სებ-ის ინტერვენციის გარეშე პანიკა არ განეიტრალდება. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე პანიკის ნიშნებს ხედავს,თუმცა პრობლემას რეგიონულ ჭრილში განიხილავს. სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ საგერო შოკის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რაც სერიოზული დარტყმა იყო მთლიანად რეგიონისთვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსიდან კი ლარის კურსზე გავლენა არ უნდა იყოს, იმპორტის კლება უკვე ასახუხულია და ძირითადი პრობლემა უარყოფითი მოლოდინებია, მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზების გამო ლარის გაუფასურებას ელოდებიან.

bpi.ge

[wpolling id=”5″ width=”” height=””]