კომერციული ბანკების წმინდა დავალიანებამ და რეფინანსირების სესხმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სეხი კვლავ გაზარდა, ამ საკითხს ეკონომისკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმმაურება:
,,გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ 782 მილიონ ლარამდე გაზარდა, ეს ახალი, ჯერარნახული ისტორიული მაქსიმუმია. რეფინანსირების სესხმა 1 მილიარდ 162 მილიონი შეადგინა, ესეც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
ეკონომიკური პარამეტრები კი ლარის სტაბილიზაციაზე დადებითად მოქმედებს.
ეროვნული ბანკი დევალვირებულ ლარს მოკლევადიანი რეფინანსირების სახით ბანკებს აწვდის, რაც შემდეგ მოკლევადიან საცალო სესხებში , საიმპორტო-სავალუტო შესყიდვებში ტრანსფორმირდება.
***
…დუსტიც სცადეთ ბატონო გიორგი, დუსტი … თორემ 4 მილიონიან მოსახლეობას მხოლოდ ლარის გაუფასურებით ვერ ვანადგურებთ და მოგვეჭრა თავი ოდესის გუბერნატორის წინაშე…
***
P.S. ლარის გაუფასურება ხელოვნურია, მალე ყველაფერი კარგად იქნება” – წერს დუნდუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და ამის დასამტკიცებელად ცხრილსაც თან ურთავს.
[wpolling id=”5″ width=”” height=””]