ევროპას შესაძლოა 35 მილიონი აზიელი და აფრიკელი მიგრანტი მიაწყდეს

უნგრეთის საგარელ საქმეთა მინისტრმა გამაოგნებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოსალოდნელია 35 მილიონამდე აზიელი მიგრანტი ევროპას მიაწყდეს, რაც გამოიწვევს ევროპის კონტინენტზე მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლებას იმიგრანტების მიერ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ა.შ.შ.-ის კონგრესში რესპუბლიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ა.შ.შ.-ს საზღვრების ჩაკეტვას ლტოლვილებისთვის. აღნიშნული დოკუმენტი აღმოჩნდა მძლავრი დარტყმა პრეზიდენტ ობამასთვის, რომლის გეგმითაც 2016 წელს ამერიკა მიიღებს 85 000 ლტოლვილს, მათ შორის, 10 000 ლტოლვილს „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
მაგრამ დრო ევროპის წინააღმდეგ მუშაობს. ჯერ სერბეთი და უნგრეთი, შემდეგ გერმანია, ახლა ხორვატია მიგრანტების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებიც სუვერენულ საზღვრებს ხულიგნური შეტევებით კვეთენ. ბევრი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომლებიც გაყალბებული საიდენტიფიკაციო საბუთებით გადაადგილდებიან; ბევრი მათგანს კი საერთოდ არანაირი საიდენტიფიკაციო საბუთი არ გააჩნია.

„თავის მოტყუებაა შექმნილ ვითრებას მხოლოდ საიმიგრაციო კრიზისი ვუწოდოთ. ეს არის ხალხების და ერების მასობრივი მიგრაცია. და ამ მასას არ უჩანს დასასრული. ვფიქრობ იმ ანალიზის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ევროპაში 30-35 მილიონი აზიელი მიგრანტი გადმოსახლდება, სულაც არ არის გაზვიადებული“,

აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა:

„ლიბია, იემენი, სირია, ერაყი და ავღანეთი ის ქვეყნებია, სადაც ურიცხვი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ამ ქვეყანაში უკიდურესად არასტაბილური ვითრებაა“.