ფუდპანდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სიურპრიზებს გპირდებათ

კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ გემრიელი კერძები? განსაკუთრებით მეგობრებთან ერთად, ან მაშინ  როცა ტელევიზორს ხართ მიჯაჭვული და ცოტა ნერვიულობთ კიდეც…  მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა  მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

შემოიხედეთ  www.foodpanda.ge  -ზე!  რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზებისა და ფასდაკლების დროს! ფუდპანდა და მისი პარტნიორები  მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ.  გამოიყენეთ ვაუჩერის კოდი PANDARUGBY და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ოქტომბრის ბოლომდე და  მხოლოდ ონლაინ გადახდისას ფუდპანდა რაგბის მოყვარულებს სიურპრიზებს პირდება – „ვუგულშემატკივროთ ჩვენებს!“.  წინ სასიამოვნო დღეები გელით….

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge  – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას –  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

გემრიელი რეცეპტი ფუდპანდასგან – ხაშლამა განსხვავებულად

მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი, პატარა ხრიკით

ინგრედიენტები: საქონლის ხორცი 2 კგ, ხახვი 2 ცალი, ნიორი 5-6 კბილი, პომიდორი 2 ცალი, მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი: დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად საქონლის ცხიმიანი ხორცი. მოხარშეთ კარგად.  ცალკე ქვაბში გადმოიღეთ ცოტა ნახარში, ჩაყარეთ შიგ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავი და ნელ ცეცხლზე კარგად მოშუშეთ. წვენს რომ შეიშრობს ჩაყარეთ მოხარშული ხორცი და გააგრძელეთ შუშვა სანამ ხორცი ოდნავ ფერს არ შეიცვლის. შემდეგ უნდა დაასხათ დარჩენილი ნახარში, ისე რომ ხორცს ოდნავ შემოადგეს, წამოადუღეთ, ჩაყარეთ პომიდორი მთელ-მთელად, ნიორი, უყავით მარილი, წითელი წიწაკა, დააფარეთ კვლავ თავი და 10 წუთის დუღილის შემდეგ გამორთეთ.