კახა კალაძე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მოხვდა
ცნობილმა ინტერნეტ გამოცემა Bleacherreport-მა ზამთარში განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე. მოგეხსენებათ, “მილანმა” მის სანაცვლოდ 11 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა და ამ ტრანსფერით კახა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.
გთავაზობთ ზამთარში განხორციელებულ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.
goal.ge