დსთ-თან სავაჭრო ბრუნვა 23%-ით შემცირდა, ევროკავშირთან 2%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) $6.395 მლრდ შეადგინა, რაცწინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედანექსპორტი $1.459 მლრდ-ს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები),ხოლო იმპორტი $4.937 მლრდ-ს (10 პროცენტით ნაკლები).საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში $3.478 მლრდ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54პროცენტი შეადგინა.
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრობრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან $1.982 მლრდ შეადგინა, რაც წინაწლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედანექსპორტი $413 მლნ იყო (1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი -$1.569 მლრდ (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრობრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორისექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2014 წლისიანვარ-აგვისტოში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი).ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში 31 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში $1.791 მლრდ შეადგინა (2014 წლის იანვარ-აგვისტოსთანშედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი $556 მლნ(45 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი $1.235 მლრდ იყო (6პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაშიდსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20პროცენტი (2014 წლის იანვარ-აგვისტოში 9 პროცენტი).
2015 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისწილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი($988 მლნ), აზერბაიჯანი ($530 მლნ) და ჩინეთი ($476 მლნ).
[wpolling id=”6″ width=”” height=””]