eWise.ge  – ფულის ონლაინ კონვერტაცია ,  ინოვაცია ქართულ სავალუტო ბაზარზე

ლატვიური კომპანია eWise.ge ქართულ ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა. მათთვის ვისაც ფულის ონლაიან კონვერტაცია სურს eWise.ge-ს დახმარებით შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის თანხა სასურველ ვალუტაში გადაცვალონ. რა კურსით მოახდენენ თანხის კონვერტაციას, სავალუტო ჯიხურებში არსებულის თუ ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კომპანია eWise.ge-ს გენერალური დირექტორი აკაკი ონიანი გვესაუბრა.

რას წარმოადგენს EWISE.GE და რამდენი ხანია რაც შემოხვედით ბაზარზე?

– თვეზე მეტია რაც ბაზარზე შემოვედით. Exchange Wise აწარმოებს ინტერნეტ კონვერტაციებს. ონლაინ რეჟიმში ვახდენთ ვალუტის გაცვლის ოპერაციებს. მომხმარებლის მიერ გადმოგზავნილი თანხის სანაცვლოდ, ჩვენ უკან ვაგზავნით უკვე დაკონვერტირებულ თანხას. მომსახურება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10–დან 18 საათამდე.

რა ტიპის მომხმარებელზეა თქვენი მომსახურება გათვლილი?

– ჩვენს კომპანიაში, ვალუტის გაცვლის მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ და ასევე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

თუ არსებობს ბაზარზე მსგავსი სერვისი მქონე კომპანიები და როგორ აპირებთ კონკურენცია გაუწიოთ მათ?

– მსგავსი სერვისის მქონე კომპანიები ბაზარზე არ არის ბევრი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გარდა მხოლოდ ერთი კომპანიაა. ამ ეტაპზე კონკურენციაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. დაკავებული ვართ იმით, თუ როგორ გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები მომხმარებელს და როგორ მივაწოდოთ სათანადო მომსახურება.

არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ტრანზაქციის მოცულობაზე?

– ამ ეტაპზე 15 000 ლარის ექვივალენტში ვმუშაობთ. დოლარი–ევრო, მაგრამ თუ რომელიმე ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს სჭირდება, ჩვენ შეგვიძლია მარტივი კონტაქტის მეშვეობით შევათანხმოთ უფრო მისაღები კურსიც მომხმარებლისთვის და ნებისმიერ თანხაზე გავაკეთოთ კონვერტაცია.

როგორი იქნება კურსი? რაც არის სავალუტო ჯიხურებში იმის მიხედვით, თუ რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსია?

– კურსი იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიცაა სავალუტო ჯიხურებში.

რა ვალუტებით ოპერირებთ და გაქვთ თუ არა დოლარისა და ევროს გარდა სხვა ვალუტების კონვერტირების სერვისიც?

– პირველ ეტაპზე ჩვენ ვიმუშავებთ აშშ დოლარის, ევროს და ლარის კონვერტაციაზე.

თანხის ჩარიცხვის ან უკან დაბრუნების შემთხვევაში იქნება თუ არა რაიმე ტიპის საკომისიო?

– არანაირი საკომისიო არ იქნება, იმიტომ, რომ ანგარიშსწორება ხდება ბანკში, ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ბანკში, რომლითაც ისარგებლებს კლიენტი, გვაქვს გახსნილი ანგარიში. საბოლოო ჯამში, არანაირი საკომისიო არ იქნება გადასახდელი.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]