მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას მოისმენს

2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში – დაახლოებით 4,5%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დეტალურ ინფორმაციას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]