თბილისის მერიის „მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროექტი 600 000 ლარით ფინანსდება
თბილისის მერიის “მეწარმეობის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება – კერძო კომპანია ბიზნესის ახალი მიმართულებით განვითარებისთვის იაფ სესხს (6%), 600 000 ლარს მიიღებს.
სესხის გაცემის შესახებ განკარგულება დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. პროექტის ფარგლებში, შპს „ბუნება“ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრს ააშენებს.
კომპანიის ხელმძღვანელობის გათვლებით, მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაასრულდება. პროექტი ითვალისწინებს 6 სართულიან შენობაში სასტუმროს და ბიზნესცენტრის განთავსებას. სასტუმროში იქნება 16 ნომერი 30 ადგილით და ობიექტის დასრულების შემდეგ დასაქმდება 30-35 პირი.
ამჟამად ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და შენობის კარკასი აშენებულია. მშენებლობის დასასრულებლად საწარმოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იაფი სესხის მოძიება და შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერიას.
შპს „ბუნება“ ამჟამად მინისა და მეტალო-პლასტიკის პროდუქციის დამზადება/რეალიზაციას და საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციას ახორციელებს.
[wpolling id=”6″ width=”” height=””]