EastPoint Tbilisi–ში კომერციული ფართების 85% ათვისებულია
კომპლექსში განთავსებულია 150-ზე მეტი მაღაზია, სამშენებლო ჰიპერმარკეტი “დომინო”, ბოულინგ-ცენტრი და სწრაფი კვების რესტორნები.
გასულ კვირას თბილისში გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი ,,ისთ ფოინთი”, სავაჭრო ცენტრი 85 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და კომპლექსი საერთო ჯამში 150 სხვადასხვა სავაჭრო თუ გასართობ ობიექტსს აერთიანებს. უფრო დეტალურად ამ და სხვა თემებზე EastPoint Tbilisi–ის მარკეტინგის მენეჯერი თეა ლომინაძე გვესაუბრა.
– რამდენ მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში, სადაური ინვესტიციაა ეს და სად მდებარეობს EastPoint Tbilisi–ი?
– “ისთფოინთ”-ის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
პროექტს “Quadrum Global” ახორციელებს, რომელიც საქართველოში ოპერირებს მისი შვილობილი კომპანიის – შპს CBD Develoment-ის სახელით. “ისთ ფოინთი” მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, ალ. თვალჭრელიძის 2 ნომერში.
– რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის განლაგებას, რატომ გადაწყვიტეთ კომპლექსის ქალაქგარეთ გახსნა?
– მსოფლიო სტანდარტის მიხედვით დიდი სავაჭრო ცენტრები როგორიც “ისთ ფოინთია” ყველა მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით. “ისთ ფოინთიც” ცენტრიდან ზუსტად 12 წუთშია.
ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ ჩატარდა კვლევა რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველები უპირატესობას ღია სივრცეში, ეგრეთწოდებულ Street style shopping-ს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ღია სივრცის ტიპის სავაჭრო ცენტრი.
არქიტექტურულ პროექტზე ცნობილმა ებრაულმა კომპანიამ MYS იმუშავა, რომლის გაშენებულია თანამედროვე თელავივის დიდი ნაწილი.
– რამდენი და რა სახის ობიექტები განთავსდება სავაჭრო ცენტრში, რომელი საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას გეგმევთ?
– ჩვენთან დაგხვდებათ რეგიონში ყველაზე დიდი “ზარა”, “მანგო”, “მასიმო დუტი”, “სტრადივარიუსი” და “ბერშკა”, პირველი DIY (Dო Iტ Yოურსელფ) ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველა ფერს სახლისა და რემონტისათვის. კვების ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიც არის “მაკდონალდსი”, “ვენდისი”, “დანკინ დონატსი”. ასევე, იხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, “დეფაქტო”, “გლორიაჯინსისა” და “ინგლოტის” პირველი მაღაზიები საქართველოში. საერთო ჯამში “ისთფოინთი” მომხმარებელს 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას სთავაზობს ასევე სწრაფი კვების რესტორნების ფართო არჩევანს.
– რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის ფასებს, რამდენად მორგებული იქნება ის საშუალო ფენის მოსახლეობაზე?
– ,,ისთ ფოინთი” გათვლილია საქართველოშო საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის. შესაბამისად, ბრენდმიქსი სწორედ ამ კრიტერიუმით შეირჩა. ,,ისთ ფოინთი” არის ყველასათვის, განურჩევლივ ასაკისა და გემოვნებისა, რადგან ჩვენთან გართობისა და შოპინგის ძალიან დიდი არჩევანია.
– რით განსხვავდება EastPoint თბილისი–ს სხვა სავაჭრო ცენტრებისგან რომელიც დედაქალაქში ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა, როგორ აპირებთ კონკურენციის გაწევას სხვა უკვე დამკვიდრებული მოთამაშეებისთვის, თუ გაქვთ რაიმე გეგმა?
– საინტერესო არქიტექტურა, კარგი ბრენდმიქსი, ყველაზე დიდი “DIY” (Do It Yorself), სამშენებლო ჰიპერმარკეტი “დომინო”, ბოულინგი, 200-მდე ტანსაცმლის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, როგორებიცაა: “ზარა”, “მანგო”, “მასიმოდუტი”, “ბერშკა”, “სტრადივარიუსი” და ა.შ. ასევე, აქ დაგხვდებათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კოსმეტიკის ბრენდი “ინკგლოდი”, პირველი “გლორიაჯინსის” მაღაზია, ყველასათვის საყვარელი კვების ობიექტები “მაკდონალდის”, “დანკინდონატისა” და “ვენდისსახით”. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს ჩვენს პროექტს გამორჩეულს და მომხმარებლისთვის საინტერესოს ხდის. რაც მთავარია, ჩვენს ქალაქში იქნება განწყობა, რომელიც ჩვენს სტუმრებს მისცემს გართობის, დასვენებისა და შოპინგის საშუალებას.
– EastPoint Tbilisi–ი სხვა აქამდე არსებულ სავაჭრო ცენტრზე მასიური და დიდია, როგორ გგონიათ ხომ არ გაგიჭირდებათ ფართის სრულად ათვისება, მითუმეტეს როდესაც სხვა ბევრად უფრო პატარა სავაჭრო ცენტრებსაც აქვთ მსგავის პრობლემა და ფართების დიდი ნაწილი გასაქირავებელია ?
– გასაქირავებელი ფართის 85% უკვე ათვისებულია, ხოლო დარჩენილი 15% მიზანმიმართულად შემოვინახეთ, რადგან კონცეფციისა და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ და სწორ ბრენდებს დავუთმოთ.
4 წლის წინ პროექტის დასაწყისისათვის, ცენტრის დატვირთვა მართლაც ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო. თუმცა, ჩვენმა გაყიდვების ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეს და დღეს ჩვენს პროექტში ძალიან სწორი ბრენდმიქსია.
– რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის შიდა განლაგებას, როგორც ავღნიშნე ის აქამდე არსებულ ობიექტებზე ბევრად მასშტაბური და დიდია, როგორ იქნება ნავიგაცია მოწყობილი, რამდენად გაუადვილდება მომხმარებელს გადაადგილება და რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ დროისთვის ?
– შექმნილია სპეციალური ნავიგაციის საერთაშორისო სისტემა. მარტივად აღსაქმელი პიქტოგრამების საშუალებით მომხმარებელი ადვილად შეძლებს იპოვოს სასურველი სივრცე/ბრენდი.
ამ ეტაპისთვის პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
პაატა ბაირახტარი
[wpolling id=”6″ width=”” height=””]