მხედველობადაქვეითებული პირებისათვის შემოსავლების სამსახურის სპეციალური ვებ გვერდი ამოქმედდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს. შშმ პირებისთვის ქმნის საჭირო პირობებს როგორც ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის, ასევე სხვა პირთა თანაბრად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისათვის. ამის ნათელი მაგალითია შემოსავლების სამსახურში დასაქმებული ათობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან ერთ-ერთის მიერ, მხედველობადაქვეითებული პირებისათვის შემოსავლების სამსახურის ხმოვანი გვერდის – voice.rs.ge შექმნა. უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის  საშუალებით, რომელსაც საქართველოში დღეს ანალოგი არ აქვს, ეკრანზე გამოტანილი ნებისმიერი ქართულ ტექსტი გენერირდება აუდიო ფორმატში და ყურსასმენების თუ სხვა მოსასმენი მოწყობილობის მშვეობით შესაძლებელია მისი მოსმენა. voice.rs.ge მხედველობადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს  დამოუკიდებლად, ონლაინ რეჟიმში, შეძლონ ურთიერთობა შემოსავლების სამსახურთან, ისარგებლონ მისი სერვისებით, მიიღონ ინფორმაცია მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]