ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ. ლარს მიაღწია

კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ. ლარს მიაღწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბერს, კახეთის რეგიონში ბოლო 25 წლის მანძილზე, დღეღამურად რეკორდული რაოდენობის – 6 722 ტონა ყურძენი გადამუშავდა.

დღეის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი და 22 ათას ტონამდე საფერავი.

პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]