ვითიბი თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულ ტანვარჯიშის ფედერაციას $500 000–ს გამოუყოფს

ვითიბი ჯგუფი საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციას 500 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს.

13 ივნისის წყალდიდობის შედეგად ფედერაციის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო სპორტული ინვენტარი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. თანხა მოხმარდება დაზიანებული შენობის აღდგენას და ახალი სპორტული ინვენტარის შეძენას. გამოყოფილი დაფინანსების შედეგად, 500-მდე სპორტსმენი და მოზარდი გაუმჯობესებულ პირობებში და საერთაშორისო სტანდარტის სპორტული აღჭურვილობით ივარჯიშებენ. ახლად გარემონტებულ ფედერაციის შენობის, გახსნა 2016 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

„ვითიბი ბანკი, 2012 წლიდან არის საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორი. 13 ივნისის სტიქიის შედეგად, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. სამწუხაროდ თბილისის წყალდიდობამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მნიშვნელოვნად დააზარალა დედაქალაქის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგიკული თარიღიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. სწორედ, ამიტომ დღეს, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ვითიბი ჯგუფმა ჯამში 1,433 000 (1,433 mმლნ ლარი გამოყო. დარწმუნებული ვარ, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხა სპორტსმენების მომავალ განვითარებაზე და წარმატებაზე აისახება“ განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

წყარო: bpi.ge