გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ქალაქის მერია 9,526 ლარით უზრუნველყოფს

გურამიშვილის ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ოთხი დღეა დაწყებულია. ადგილზე კორპუსის დასავლეთის ფასადის თუნუქის ფურცლით შეფუთვა, ორივე სადარბაზოს შესასვლელის გრძივი კედლის შელესვა, წყალგამტარი და წყალშემკრები მილების დაყენება მიმდინარეობს.

გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა ქალაქის მერს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათ კორპუსში კაპიტალური რეაბილიტაცია ოც წელზე მეტია, არ ჩატარებულა. შეკრებილმა მოსახლეობამ კორპუსის უკანა ფასადის რეაბილიტაციის საჭიროებაზეც ისაუბრა. ბეგლარ სიორიძე მათ აღნიშნული საკითხის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება დაპირდა.

აქაურ მცხოვრებლებს ბეგლარ სიორიძე რამდენჯერმე სპეციალურად მათთვის დაგეგმილ შეკრებაზე, ადგილზე სიტუაციის პირადად შესწავლისას და ამჯერად, უკვე სამუშაოების დაწყების შემდეგ შეხვდა.

პირველ შეხვედრაზე გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ქალაქის მერს თანადაფინანსება შესთავაზეს, ქალაქის მერია რეაბილიტაციას ასპროცენტიანი წილით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 526 ლარით უზრუნველყოფს. სამუშაოები, რომელსაც შპს “დეგო” ასრულებს, ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება და ადგილობრივების პრობლემა, უამინდობისას საცხოვრებელი ფართების დატბორვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გადაიჭრება.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]