საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის ფასიანი ქაღალდები ბაზარზე მიეცემა წვდომა

აქართველოს და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება ორმხრივი სავალუტო სვოპ გარიგებების მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა წვდომა ჩინეთის ფასიანი ქაღალდები ბაზარზე.

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რათა მოხდეს საქართველოს და ჩინეთის ფინანსური სისტემების განვითარება. ეს არის წინაპირობა, რომ მომავალში მოხდება ჩვენი სავალუტო სვოპის შეთანხმება”,

– განაცხადა ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელმა.

“ეს არის მემორანდუმი, რომლის შემდეგაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას სავალუტო სვოპზე ლარსა და იუანს შორის, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენ ბიზნეს სუბიექტებს და მეწარმეებს, ვისაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, შესაძლებელი იქნება ძალიან საინტერესო საკრედიტო პორთფელის ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა”,

-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მემორანდუმს ხელი ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრის დროს მოეწერა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობს კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი – ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ჩინეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუსეთის, სერბიის, სლოვენიის და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკებიდან.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]