ლიბერთი ბანკი კიდევ ერთმა TOP მენეჯერმა დატოვა

ლიბერთი ბანკი, ლადო გურგენიძის კიდევ ერთმა თანაგუნდელმა დატოვა.

გენერალური დირექტორის მოადგილე სანდრო რთველაძე, ბანკში ახალი ბაზრებისა და არხების დირექტორი იყო.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რთველაძე გარანტირებულ კომპენსაციას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2016 წლის 15 სექტემბერამდე საქართველოში სხვა კომერციულ ბანკში არ დაიწყებს მუშაობას.

მანამდე, ლიბერთი ბანკიდან წასვლაზე განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ, რომელსაც აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ხოროშვილი ჩაანაცვლებს.
რთველაძის ადგილზე ახალი კადრის მიღება არ იგეგმება, მის ფუნქციასაც არსებული მენეჯერი შეასრულებს.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯერ-ჯერობით ლადო გურგენიძეა და მენეჯმენტის ინფორმაციით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე დარჩება.

როგორც იცით, გურგენიძემ ვადამდე წასვლაზე ივნისში განაცხადა.

გურგენიძის გუნდის წევრია Galt &Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი საინვესტიციო ბანკი) ახლადდანიშნული თანადირექტორი, გოგა მელიქიძე, Smartex-ის (21% -იანი წილის მფლობელი ლიბერთი ბანკი) ყოფილი გენერალური დირექტორი გოგა მელიქიძემ რომელიც გურგენიის „საქართველოს ბანკის“ მმართველობისას G&T-ში იყო.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]