ოქტომბერი  მსოფლიომ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა

პაციენტთა მხარდამჭერი ღონისძიებები სტარტს თავისუფალ მოედანზე მდუმარი აქციით აიღებს

1 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 – 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე   გაიმართება ძუძს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდამჭერი მდუმარე აქცია. აქცია გაიამართება კოალიცია “ ევროპა დონა საქართველოს“ ინციატივით, რომელშიც ასევე მონაწილეობენ    სტუდენტები და ის ქალბატონები, რომელთაც თავი დააღწიეს ამ საშინელ სენს ან ამ ეტაპზეც გადიან მკურნალობას.  

ეს იქნება ერთგვარი სტარტი – საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერი ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტი წრეს შემოარტყავენ წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვებენ ვარდისფერ საჰაერო ბუშტებს.

მოგეხსენებათ, ოქტომბერი  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი  აქტივობები იმართება. სხვადასხვა დიდ ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება, ბიზნეს კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში,  სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება  ოქტომბრის აქტივობას: ბენზინგასამართი სადგურები, სასმელების მწარმოებელი კომპანიები და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდის მუშაობაში,  პარფუმერულ მაღაზიებში კეთდება ფასდაკლების „ვარდისფერი კუთხე“  და სხვა.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო რონისძიებები და კონფერენციები, მათ შორის მომღერალი ქეთი ფარესაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია, სპორტული აქტივობა კუს ტბაზე – ველომარათონი ქალბათონების მხარდასაჭერად, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო ფოტოგამოფენა – ფოტორეპორტიორები ქალბატონების დასახმარებლად, მოდების ჩვენება – სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.

 ევროპა დონა ჯორჯია 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას EUROPA DONNA, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. ევროპა დონა საქართველოს წევრები როგორც ევროპული კოალიცია EUROPA DONNA-s მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი  ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

 “ევროპა დონა”  ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში,   ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.