ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გავაორმაგეთ სოციალური დახმარება

სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, განათლების პროგრამები, გამჭვირვალე და ღია მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები–საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.


„ჩვენ დავამყარეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ისეთი ტიპი, რომლის ფარგლებშიც შრომა და მეწარმეობა დაფასებულია, ხოლო გაჭირვებული ფენებისთვის უზრუნველყოფილია სოციალური დაცვა. მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გავაორმაგეთ სოციალური დახმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი, ინოვაციური კამპანიის მეშვეობით, გადავარჩენთ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ ვახორციელებთ ქართული დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენი ხალხი ითხოვს და იმსახურებს ძლიერ დემოკრატიას და გულისხმიერ მთავრობას. ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც უფრო გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულია, ვიდრე ოდესმე,“

–აღნიშნა პრემიერმა.


მანვე ხაზი გაუსვა წარმატებით ჩატარებულ 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, გრძელვადიან სტრატეგიას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]