საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. იუბილისადმი მიძღვნილი 2015 წლის 2 ოქტომბერს სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასში” პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ `არტ-ჰოლში~ ჩატარდება საზეიმო ღონისძიება.
2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი `ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების~ (ITF, ET) წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან, სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.
4 ოქტომბერს კი გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მოხდება პროფესიული კავშირის წევრების დაჯილდოება. 4 ნომინანტს მიენიჭება – კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება; 23 ნომინანტი კი დაჯილდოვდება კავშირის სახელობის საპატიო სიგელით. სიტყვით წარსდგებიან, როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები.
[wpolling id=”6″ width=”” height=””]