„ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვაში საუკეთესო სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფურია“

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საქართველოში საუკეთესო სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფურია“. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge-ზე მიმდინარეობდა 1264-მმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.

გამოკითხულთა 23%-ის (288 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ სუპერმარკეტების ქსელებს შორის საუკეთესო ,,კარფურია“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ,,ნიკორას და ნუგეშის“ ქსელი გავიდა, რომელიც ახლახანს გაერთიანდა და  საუკეთესოდ გამოკითხულთა 21%-მა (262 ხმა) შეაფასა.

სუპერმარკეტიხმების რაოდენობაპროცენტული რაოდენობა
გუდვილი17714%
სპარი181%
კარფური28823%
ნიკორა, ნუგეში26221%
ორი ნაბიჯი786%
ფრესკო15813%
სმარტი12610%
ფუდმარტი, იოლი232%
ფურშეტი504%
სხვა857%

გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო 9 ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი. საუკეთესო სუპერმარკეტების სამეულში მოხვდა ,,გუდვილი“ 14% (177 ხმა).

საუკეთესო სუპერმარკეტების ქსელის გამოსავლენად, www.bfm.ge-ის გამოკითხვაში, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: ,,ფრესკო“ 13% (158 ხმა), ,,სმარტი“ 10% (126 ხმა), ,,ორი ნაბიჯი“ 6% (77 ხმა), ,,ფურშეტი“ 4% (50 ხმა), ,ფუდმარტი და იოლი“, რომლებსაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ 2% (23 ხმა), ,,სპარი“ 1% (18 ხმა), სხვა 7% (85 ხმა).