,,სილქნეტი” და ,,ჯეოსელი” ერთობლივ ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენენ

კომპანიების ,,ჯეოსელის” და ,,სილქნეტის” ურთიერთანამშრომლობის შედეგად  შეიქმნა ახალი უნიკალური პროდუქტი, რომელიც ყველა მსურველს მისცემს საშუალებას, გააერთიანოს სატელეკომუნიკაციო სერვისები, მიიღოს მეტი და გადაიხადოს ნაკლები.

ორი კომპანიის თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართება ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე,  სასტუმრო რედისონში.   პრესკონფერენციას გამართავენ სილქნეტისა და ჯეოსელი ს გენერალური დირექტორები ლევან ბუჩუკური და პაველ სმალინსკი.