8 თვეში აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 539 მილიონი ლარი შევიდა

ბიუჯეტის 8 თვის შესრულების მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მობილიზებულია 539.6 მლნ ლარი, რაც 4.5 პროცენტით (23.1 მლნ ლარი) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

მათ შორის აქციზის გადასახადი ადგილობრივი პროდუქციიდან გაზრდილია 2.3 პროცენტით, ხოლო იმპორტირებული პროდუქციიდან – 5.3 პროცენტით. 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 900 მილიონი ლარია, 8 თვეში საპროგნოზო მაჩვენებელი 60 პროცენტით არის შესრულებული.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, აქციზის გადასახადიდან მიღებული საპროგნოზო თანხა 922 მილიონ ლარს შეადგენს.

2014 წელს, მთავრობა აქციზის გადასახადიდან 739,000.0 მილიონი ლარის მიღება ჰქონდა დაგეგმილი,  შესრულებამ კი 810 მილიონი შეადგინა.