თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსები მომავალი წლიდან შეიცვლება

თბილისში ე.წ, ყვითელი ავტობუსების ახლით შეცვლა მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, დედაქალაქის ავტოპარკი სრულად, თუმცა დროში გაწერილი სქემის მიხედვით განახლდება. “საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ “იბიარდისთან”. გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი”,-აღნიშნა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად შეცვლა, თუმცა დროში გაწერილი სქემით.

“როგორი იქნება ქმედებები, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს”,

– განაცხადა ლექვინაძემ.