მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

საკონსულტაციო სააგენტო Interbrand-ის მე-16-ე რეპორტ “მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი”-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდიდან 6 ტექნოლოგიური სექტორიდანაა, ხოლო პირველ ადგილას კომპანია ეფლი იკავებს.

პირველ ადგილს, უკვე მესამე წელია, რაც კომპანია ეფლი იკავებს, რომლის ღირებულებაც 170,276 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე გუგლია 120,314 მილიარდი დოლარის ღირებულებით.

2013 წლამდე კომპანია კოკა-კოლა ლიდერობდა, რომელსაც წლევანდელი მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილი უჭირავს 78,423 მილიარდი დოლარით. მას მოსდევს კომპანია მაიკროსოფტი 67,670 მილიარდ დოლარიანი ღირებულებით. მეხუთე ადგილს იკავებს კომპანია IBM-ი 65,095 მილიარდი დოლარით. შემდეგ ტოიოტა 49,048 მილიარდი დოლარით, რომელსაც მოსდევს კომპანია სამსუნგი 45,297 მილიარდი დოლარით. კომპანია JOHNSON’S baby 42,267 მილიარდი დოლარით, მაკდონალდსი 39,809 მილიარდი დოლარით და ამაზონი 37,948 მილიარდი დოლარის ღირებულებით მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებს ინაწილებენ.

აღნიშნული რეპორტის 100-ეულში წელს პირველად მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორბეიც არიან Lego (5,362 მილიარდი დოლარი) – 88-ე ადგილზე, PayPal (4,251 მილიარდი დოლარი) – 97-ე ადგილზე, Mini (4,243 მილიარდი დოლარი) – 98-ე ადგილზე, Moet & Chandon (4,131 მილიარდი დოლარი) – 99-ე ადგილზე და კომპანია Lenovo (4,114 მილიარდი დოლარი) – მე-100-ე ადგილზე.