როგორ გვაკონტროლებენ ინტერნეტით და მობილური ტელეფონით

სმარტფონის მფლობელები პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მისცენ უშიშროებას მათ ტელეფონზე სრული კონტროლის მოპოვების საშუალება _ ამბობს ამერიკული სპეცსამსახურების მამხილებელი ედუარდ სნოუდენი.

„ბი-ბი-სი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ოფისს (GCHQ) აქვს უნარი, შეაღწიოს ნებისმიერ ტელეფონში მეპატრონის სურვილის გარეშე. მისივე თქმით, GCHQ ტელეფონზე წვდომას გაშიფრული სმს-ით ახორციელებს, რომლის გაგზავნის შემდეგაც ტელეფონი ისმინება. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ მოისმინონ ყველაფერი, რაც ტელეფონის გარშემო ხდება და ფოტოებიც კი გადაიღონ.

ბრიტანეთის მთავრობამ სნოუდენის განცხადებაზე კომანტარი არ გააკეთა.

     სნოუდენმა ინტერვიუ მისცა მოსკოვიდან, სადაც 2013 წელს მას შემდეგ გაიქცა, რაც მედიას გადასცა ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონებზე თვალთვალის  აშშ-ს უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელზეც თავად მუშაობდა. მას არ უთქვამს, რომ GCHQ ან АНБ, რომ ყველას უსმენს, მაგრამ განაცხადა, რომ ამ კომპანიებმა დიდი შრომა გასწიეს, რათა წვდომა ჰქონოდათ ყველაზე. „მათ არ სჭირდებით თქვენ, მათ სჭირდებათ თქვენი ტელეფონები“-განაცხადა სნოუდენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ GCHQ იყენებს ე.წ. „სმურფების კომპლექტს“, ანუ თვალთვალის საიდუმლო კომპლექტს, რომლებიც ლურჯი არსებების სახელს ატარებენ და ბელგიელმა მხატვარმა, პიერო კლურიფონომ დახატა.

    „მეოცნებე სმურფი“ (Dreamy Smurf) _ არის მართვის ინსტიტუტის ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტელეფონი შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს თქვენს  გარეშე“ _განაცხადა სნოუდენმა.

     „ცნობისმოყვარე სმურფი“-მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს მიკროფონს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი გაქვთ ჯიბეში, GCHQ შეუძლია ჩართოს მიკროფონი და მოუსმინოს ყველაფერს, რაც ხდება თქვენს გარშემო და ეს  მაშინაც კი, თუ თქვენი ტელეფონი გამორთულია, რადგან მათ აქვთ სხვა ინსტრუმენტები თქვენი ტელეფონის ჩასართავად.

   „რეინჯერი სმურფი“-გეოლოკაციის მექანიზმი, რომელიც GCHQ საშუალებას აძლევს აკონტროლოს თქვენ ადგილსამყოფელი უფრო მეტი სიზუსტით, ვიდრე ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი მობილური კავშირგაბმულობის ტრიანგულაციის კოშკებით” – განაცხადა სნოუდენმა.

   „აუცილებლობა და პროპორციულობა“ _ სნოუდენი ასევე ახსენებს „პარანოიდულ სმურფს“ – ეს არის თავდაცვის მექანიზმი, რომელიც იცავს თქვენს ტელეფონს GCHQ-სგან.

მას შემდეგ, რაც GCHQ თქვენს ტელეფონზე მიიღებს წვდომას, იგებს ყველაფერს-ვის დაურეკეთ, რა სმს გაგზავნეთ, რა საიტები გახსენით ინტერნეტში და უფრო მეტიც, სურათიც კი შეუძლია გადაგიღოთ. ის დაშიფრული სმს, რომლითაც ხორციელდება წვდომა, თქვენთვის დაფარულია და ვერ ნახავთ, ამიტომ ვერც კი მიხვდებით, რომ გისმენენ. АНB თვალთვალის პროგრამა ჰგავს ზევით აღწერილს. ამ კომპანიამ უამრავი მილიონი დახარჯა, რათა პროგრამა კიდევ უფრო დაეხვეწა. ეს იმიტომ, რომ ახლა ტერორისტები უფრო ხშირად სარგებლობენ ტელეფონით და ინტერნეტით, განსაკუთრებით კი სმარტფონით“-ამბობს სნოუდენი.

აშშ-ს უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი იმასაც ამბობს, რომ ეს პროგრამები უმეტესად ტერორისტებისა და დამნაშავეების გამოსავლენად სჭირდებათ, მაგრამ შესაძლებელია, თქვენი ელექტრონული ფოსტაც გაიხსნას და ამას თქვენ ვერც ვერასდროს გაიგებთ. სნოუდენის თქმით, მუშაობის პრინციპი მკვეთრად განსაზღვრულია, დაცული უნდა იყოს აუცილებლობა და პროპორციულობა, ყველა თანამშრომლის სამუშაო პროცესი კონტროლდება და ეს კონტროლი სამუშაო საათების შემდეგაც გრძელდება. მთავრობა მიიჩნევს, რომ ედუარდ სნოუდენმა დააზარალა  სადაზვერვო სააგენტოების უნარი, გაუმკლავდეს ეროვნულ უსაფრთხოების საფრთხეებს. თავად სნოუდენი დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, რადგან თვალთვალი ჩვენი თანხმობის გარეშე, უკანონოდ, ჩვენს ზურგს უკან ხდება და ირღვევა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.