აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული”,

– წერს დიპლომატი.
როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, თანხის ნაწილი სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე დაიხარჯება.

“კანონპრექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება”,

– აღნიშნავს უკრაინის ელჩი.
აშშ-ის სენატის დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯების მოცულობა 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 600 მილიონი აშშ დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ერაყის არმიის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.