“ფრეგომ” საწვავზე ფასები შეამცირა
დღს კომპანია “ფრეგომ” ყველა ტიპის საწვავზე ფასები რამდენიმე თეთრით შეამცირა. შესაბამისად დღეიდან “ფრეგოში” ერთი ლიტრი პრემიუმის შეძენა 1.87 ლარად იქნება შესაძლებელი, რეგულარი 1.68 ლარი, ხოლო დიზელის ფასი 1.53 ლარამდე შემცირდა.
სხვა ბრენდირებულ ბენზინ გასამართ სადგურებზე ფასები არ შეცვლილა.