თბილისში მსოფლიოში „ვენდის“ ყველაზე დიდი რესტორანი გაიხსნება

მსოფლიოში „ვენდის“ ყველაზე დიდი რესტორანი თბილისში გაიხსნება.

რესტორანი დოლიძისა და ბალანჩივაძის ქუჩებს შორის არსებულ სკვერზე 15 ნოემბერს გაიხსნება და პრეზენტაციის საზეიმო ცერემონიალს „ვენდის“ როგორც ამერიკის, ისე საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და ჭავჭავაძის 36ა-ში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე და ჩქაროსნული მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარეობს.

„ვენდის“ პირველი რესტორანი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა.