საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა გერმანიაა

საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა გერმანიაა. 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი ყავს. მათ წინაშე აღებული ვალდებულებები 720,106 მლნ. დოლარია. აქედან საქართველოს გერმანიისთვის 274,160 მილიონი დოლარი მართებს. მეორე ადგილზე იაპონია, რომლისაც საქართველოს 159,763 მლნ. დოლარი მართებს. მესამე ადგილი 88,369 მილიონი დოლარით რუსეთს უკავია.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 ოქტომრის მონაცემებით, 4,195 მილიარდი დოლარი, ანუ 9,991,545 ლარია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მთავრობის საგარეო ვალი 4,171 მილიარდი დოლარია. მთავრობას მრავალმხრივი კრედიტორებისთვის 2,949 მილიარდი დოლარის ვალდებულება აქვს. სექტემბერში წინა თვესთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა, შედარებისთვის აგვისტოში სახელმწიფო ვალი 4,182 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო მთავრობის საგარეო ვალი 9,749 მილიარდი ლარი იყო.

წყარო: Ipress.ge