საგარეო ვალი ლარს ჩამორჩა, ქადაგიძე – აედევნა…

ქადაგიძე, ეზოპე და წყალში ჩაწოლილი ლარი

ქვეყანაში მიმდინარე ეკენომიკურ მოვლენებს, ფულის მასასა და საგარეო ვალს ეხმაურება 2030–ის ეკონომისტი მიხელის დუნდუა სოციალური ქსელის მეშვეობით.

ეროვნული ბანკის შემყურე, ეზოპეს ერთი იგავი მახსენდება: “ერთხელ მარილით დატვირთული ვირი ხიდზე გადიოდა. ანაზდად ფეხი დაუსხლტადა წყალში ჩავარდა. მარილი დადნა და გახარებული ვირი მსუბუქად წამოხტა. მეორედ ვირს ბამბა აჰკიდეს. მდინარეს რომ მიადგა, იფიქრა, ტვირთი შემიმსუბუქდებაო და წყალში ჩახტა. ბამბა გაიბერა, დამძიმდა და ვირი მდინარეში ჩაიხრჩო”.

2010-2012 წლებში, ანუ 3 წელწადში ეროვნულმა ბანკმა ლარის მასა (M2) დაახლოებით 1 მილიად 700 მილიონით გაზარდა, თითქმის ამდენივეთი გაზარდა 2013-2014 წლებში ანუ 2 წელიწადში, რის შემდეგაც ლარმა გასუფასურება დაიწყო.

ისმის კითხვა, თუ დუნდუა დაჟინებით ამტკიცებს, რომ 2013 წლიდან ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი ლარის ჭარბი მიწოდებით გააფუჭა, რატომ არ გაფუჭდა კურსი 2010-2012 წლებში?

პასუხი მარტივია, 2010-2012 წლებში ლარის მიწოდება კომპესირებული იყო საქართველოს წმინდა საგარეო ვალის მაშტაბური ზრდით(განაკუთრებით სახელმწიფო სექტორის მხრიდან). მხოლოდ 2012 წელს საქართველოს წმინდა საგარეო ვალი 1 მილიარდ 216 მილიონი დოლარით გაიზარდა, სადაც სახელმწოფო სექტორის წილი 86%-ი იყო (1 მილიარდ 45 მილიონი დოლარი ) . 2010-2012 წლებში სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 1 მილიარდ 737 მილიონი დოლარით გაიზარდა, რითაც სრულად დაკომპესირდა ლარის მიწოდების მაშინდელი , 1 მილიარდ 700 მილიონიანი მატება.

2013 წლიდან ვითარება რადიკალურად იცვლება, საქართველო საგარეო ვალის მაშტაბური დაფარვის ფაზაში გადადის, რაც უპირველეს ყოვლისა აღნიშნულია, დაფიქსირებული და დადასტურებულია თავად ეროვნული ბანკის ანგარიშში .

2013-2015 წ I ნახ. -ში, ანუ 2,5 წელიწადში, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო დავალიანება მხოლოდ 164 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ლარის მასის (M2) ზრდამ 1 მილიარდ 600 მილიონს გადააჭარბა.

ქადაგიძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ 2013 წლიდან ლარის მიწოდება ვერ დაკომპესირდებოდა სახელმწიფო საგარეო ვალით, და მიუხედავად ამისა 2 წელიწადში (2013-2014) ლარის მასა მაინც თითქმის იმავე მოცულობით გაზარდა რამდენითაც წინა 3 წელიწადში (2010-2012).

სწორედ ეს არის ობსტრუქცია!

როდესაც ქვეყანა საგარეო ვალის მაშტაბური დაფარვის ფაზაშია, ლარის მასის ზრდის ტემპი უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის შესაბამისი. არადა, 2013-2015 წლების ნომინალური მშპ-ს 15%-მდე ზრდა გადაიფარა ფულის მასის 40-45%-ანი ზრდით.

ლარის მასის ზრდის ტემპი უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის ადექვატური. თუ ჭარბ ლარს მივაწვდით კომერციულ ბანკებს ძირითადად სამომხმარებლო და სავაჭრო-საიმპორტო კრედიტების გასაცემად, გავაფუჭებთ ლარის კურსს.

თუ გვსურს, რომ ლარის მიწოდებამ ეკონომიკა შექმნას და არა დევალვაცია/ინფლაცია, სებ-მა საბანკო სექტორს იმდენი ლარი უნდა მიაწოდოს, რამდენი ლარის საკრედიტო დაბანდებასაც შეძლებენ კომერციული ბანკები წარმოების რეალურ სექტორში, რეალურ ეკონომიკაში. ასეთი პრინციპით, ანუ რეალური ეკონომიკის მიზნობრივი სტიმულირების პრინციპით, 1 კი არა, თუნდაც 10 მილიარდიც არ დამენანება .. მაგრამ ფული(ლარი) რომელიც ეკონომიკას არ ქმნის და დოლარის გამალებულ შთანთქმას ემსახურება, არ უნდა გადავღვაროთ.

დღეს კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ 700 მილიონი ლარის მიდამოშია. და კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების უუუუდესი ნაწილი ფინანსური შუამავლობის, ვაჭრობის, სამომხმარებლო, საიმპორტო შესყიდვების მხარდაჭერას ხმარდება, რასთან შედარებითაც სოფლის მეურნეობის და მრეწველობის დაკრედიტება სასაცილოდ (სატირლად) მცირედ გამოიყურება.

კომერციული ბაკების წმინდა დავალიანების ასეთი გრანდიოზული ზდით რას ვაძლევთ სტიმულს, საიმპორტო მოხმარებას თუ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ? (!!!)

P.S.
იხ. ეროვნული ბანკის სტატისტიკა

სტატ1 სტატ2