ჰერნანდო დე სოტო: საქართველომ, დროთა განმავლობაში, დიდი პროგრესი განიცადა

თბილისს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო ეწვია. დე სოტომ პირველი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა ეკონომისტმა, აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი. ჰერნანდო დე სოტოს განცხადებით, დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ქვეყნების შეთანხმებული მუშაობაა.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, მოხარული ვარ, რომ მას დავესწრები. განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნების კავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერი მოსახლეობა საქართველოში იკრიბება. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა კვლავ გაყოფილია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დიდ მასშტაბზე მუშაობა, ბევრ ქვეყანას შორის კავშირი და კოოპერაცია არ არის. ამ კუთხით, საქართველო სწორ გზაზეა. საქართველოს აბრეშუმის გზის კუთხით, გამოცდილება უკვე აქვს. ქვეყნების კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვარ ჩართული.

საქართველომ, დროთა განმავლობაში, დიდი პროგრესი განიცადა. თქვენ მოაწესრიგეთ ადმინისტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოსთვის საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”

– განაცხადა დე სოტომ.