მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რებილიტაცია დაასრულა. განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.
საერთაშორისო გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფელ არშაზე გადის. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი; მდინარე ტერხენაზე ჩატარდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ამაღლდა საყრდენი კედელი; მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, გაბიონები; გაკეთდა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები, ავტობუსის გაჩერებები და ავტოპავილიონები; შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; მოინიშა გზა, გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სატრანზიტო გადამზიდავებისთვის და სოფელ არშას მაცხოვრებლებისათვის გზაზე გადაადგილება უფროს სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სამუშოებზე 110 ადამიანი იყო დასაქმებული.