ილია მეორე: ქართველებს შრომის გარეშე სურთ მიიღონ სარგებელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ქართველები ინტელექტუალურ, გონებრივ და ფიზიკურ შრომას გადაეჩვივნენ და შრომის გარეშე სურთ მიიღონ სარგებელი. მისი თქმით, ეს  არ არის სწორი.

“ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში. ძალიან ხშირად გვესმის, რომ აი საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს. სინამდვილეში არ არის შეჩვეული შრომას. ადამიანმა უნდა იფიქროს რა აკეთოს. ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას. ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას და გვინდა, რომ ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს ჩვენთან. ეს არ არის სწორი.

წმიდა მამები მუდამ ფიქრობდნენ, როგორ უნდა იცხოვრონ. მაგალითად, უდაბნოში მიდიოდნენ წმიდა მამები და იქაც კი ფიქრობდნენ თუ როგორ უნდა იცხოვრონ. ალბათ, უდაბნოში  უფრო ადვილია ფიქრი.

ანტონი დიდი ეკითხება უფალს, რა ვაკეთოო და მას ეთქვა: ილოცე და იშრომეო. ის კი არ ეთქვა, იშრომე და ილოცეო. ილოცე და იშრომეო. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ლოცვით უნდა დავიწყოთ ჩვენი შრომა. ჯერ უნდა ვილოცოთ, უნდა ვთხოვოთ უფალს ლოცვა კურთხევა და მერე ის შრომა, რომელსაც შენ გასცემ ეს იქნება დალოცვილი და კურხთეული”.

– ბრძანა პატრიარქმა.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]