ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ დაადგინა.
ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარი 2 ლარი და 38 თეთრი ღირს, ხოლო ერთი ევრო – 2 ლარი და 73 თეთრი.
აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.
დღეს კი ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2 ლარი და 39 თეთრია.