მიმდინარე კვირაში თურქეთ-საქართველოს კიდევ ერთი საბაჟო პუნქტი გაისხნება

მიმდინარე კვირაში თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადუერმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს გავლით, ტვირთების გადატანის ინიციატივა გამოთქვა.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იწყება თბილისში. იცით, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა გახლდათ: ერთი გზა – ერთანი სარტყელი, რომლის ფარგლებშიც დღეს ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იმართება. პრემიერმინისტრის ინიციატივით, შეიქმნა ფორუმი, რომელიც, იმედია, მუდმივმოქმედი იქნება და თბილისში ბევრ საინტერესო საკითხზე ვიმსჯელებთ, მათ შორის იმაზე, როგორ გახდეს საქართველო აბრეშუმის გზის საკვანძო ქვეყანა.

საკმაოდ საინტერესო პროექტებია, მათ შორის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება, უკვე გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო კონკრეტული წინადადება, რომ სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს გავლით გაცვალოს ტვირთები. ეს არის როგორიც ევოპული, ისე აზიური ქვეყნები. კვირას ჩვენ გავხსნით ახალ საბაჟო გამშვებ პუნქტს, რომელიც ამ კონტექსტში ჯდება, ეს არის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო გამშვები პუნქტი”, – განაცხადა მინისტრმა.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]

წყარო: Ipress.ge