“მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ კორიდორში არსებულ ქვეყნებში ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს”

საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშილის შეფასებით აბრეშუმის გზის ფორუმზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაცხადდა. მისი თქმით ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ის, რომ კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.

“დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ტარდება პრემიერმინისტრის პატრონაჟით, მისასამებელ სიტყვებში დელეგაციის ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მათ შორის იყო გზავნილები, რომ ძალინ მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის”,-განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე იმ მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა, რაც აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოში ჩატარებას მოჰყვება.

“ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრშუმის გზას არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქყეყნების განვითარებისთვის. ახალი სამუშაო ადგილების შექმინისათვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დეკლარაცია რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე ყველა ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრებ,ი რომელიც იქნება განხორციელებული, იმოქმედებს ჩვენი კეთილდღეობის გაზრდაზე”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]

წყარო: Ipress.ge