პირველად საქართველოში “ვითიბი ბანკი” მოხმარებელს მაღალტექნოლოგიურ გადახდების სისტემას სთავაზობს

ვითიბი ბანკი კომპანია VISA INTERNATIONAL-თან ერთად, მოხმარებელს გადახდის ახალ მაღალტექნოლოგიურ აპლიკაციას – Mobile Pay სთავაზობს. Mobile Pay პირველი უკონტაქტო გადახდების აპლიკაციაა საქართველოში.

დღეიდან სასურველი ნივთის ან მომსახურების შესაძენად აღარ დაგჭირდებათ საფულე, საბანკო ბარათი ან სტიკერი.  Mobile Pაay -ს მეშვეობით მარტივად, მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებით შეძლებთ სასურველი ნივთის შეძენას.

Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას,  აწარმოოს უკონტაქტო გადახდები, ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბარათით. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. ამასთან ერთად, ვითიბი ბანკის კლიენტებისთვის აპლიკაციით სარგებლობა და გადახდები არის უფასო.

Mobile Pay -ით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც  VISA PAY WAVE (უკონტაქტო) გადახდების ტერმინალებია განთავსებული. აპლიკაცია აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი დონით, რაც გამორიცხავს თაღლითურ ოპერაციებს. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტკავშირის გარეშეც.

Mobile Pay უკვე ხელმისაწვდომია  Google Play Store -ში. გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია, ანდროიდის 4.4 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემის და NFC  მხარდაჭერის მქონე სმარტფონით.

აპლიკაცია, პლატფორმა და გადაწყვეტა შემუშავებულია კომპანია PriNum-ის მიერ. მომწოდებელია კომპანია UkrPay.

“მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკმა საქართველოში პირველმა დანერგა მობილური გადახდების აღნიშნული სისტემა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორს და კომპანიებს VISA, UFC, Tieto, UkrPay, PriNum. მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი, მნიშვნელოვანი და წარმატებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, პირველად საქართველოში დანერგილიყო NFC სისტემა. MOBILE PAY არის მაღალტექნოლოგიური უნაღდოა ანგარიშსწორების აპლიკაცია, რომელიც საბანკო სერვისების და თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების სინთეზს წარმოადგენს. NFჩ სისტემაზე დაფუძნებული გადახდები მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი. საქართველოში ის მხოლოდ ვითიბი ბანკის მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი Mobile Pay -ის გამოყენებით ნებისმიერი გადახდა გაცილებით კომფორტული და მარტივი ხდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ”,

– განაცხადა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.

აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, აზრი ვიზას კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა, ირინა ქამხაძემაც გამოთქვა.

“საქართველო წარმოადგენს “ცეააა” (ცენტრალური ევროპის, ახლოა ღმოსავლეთის და აფრიკის)  რეგიონის ერთ–ერთ ლიდერს, უკონტაქტო გადახდების ათვისებაში. ვიზა PayWave გადახდის სისტემის მოხერხებულობა და სისწრაფე, იქცა მომხმარებლისთვის ბუნებრივ არჩევანად. რადგან მან ერთნაირად გააუმჯობესა გადახდების გამოცდილება, როგორც ვიზას ბარათის მფლობელებისთვის, ისე საცალო მოვაჭრეებისთვის”. მობილური ტელეფონი იქცა ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად, ხოლო ვიზას გადახდები ახალ შესაძლებლობებს უქმნის ბანკებს, დანერგონ ინოვაციები, მობილური მოწყობილობებისა და საგადახდო ინსტრუმენტების შერწყმით, რაც ნაღდი ფულის ჩანაცვლებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული გადახდების გაზრდასა და ამგვარად, გზას გაუხსნის მობილური კომერციის კიდევ უფრო სწრაფ ათვისებას, ვიზას ბარათის მფლობელების უფრო მოსახერხებელი და ჩართული ვაჭრობის გამოცდილებისთვის”,

– განაცხადა ირინა ქამხაძემ.

 

[wpolling id=”7″ width=”” height=””]