სექტემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 32.9 %-ით შემცირდა

2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 212.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 32.9%-ით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3% იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა. 2015 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.8 მლნ აშშ დოლარი (33.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.9 მლნ აშშ დოლარისა (25.9 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]