თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის პირველი ფორუმის გახსნასა.

ფორუმის გახსნას 32 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 
მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმის მონაწილეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა აღდგეს აბრეშუმის გზა, აღმოფხვრან აქტიური ინტეგრაციის წინ მდგარი დაბრკოლებები და წვლილი შეიტანონ საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს სტუმრობენ – ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი; აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი; ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი; აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი; გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანია; “ეკონომისტის“ წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]