შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩამოვიდა და ქეი-ეს-ბი ბანკს სპეციალური ვიზიტით ეწვია.

შეიხი ნაჰაიანი ქეი-ეს-ბი ბანკში აქციათა 45 %-ის მფლობელია. ბანკს მისი კუთვნილი უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფი“ უწევს მეთვალყურეობას.

შეიხი ბანკში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ანგარიშს გაეცნო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა აღმატებულებამ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილული შედეგები ძალიან წარმატებულია და ის კმაყოფილია ბანკის მუშაობით. ბანკში მისი გუნდის ვიზიტი კი, დასტურია იმისა, რომ „დაბი ჯგუფი“ ქეი-ეს-ბი ბანკს სამომავლო საქმიანობაშიც მხარში უდგას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეიხ ნაჰაიანის განცხადებით, ის საქართველოში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს.