სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ წლის ანგარიში წარმოადგინა

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ, წლის ანგარიში წარმოადგინა. ყურადღება გამახვილდა სტიქიისგან მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე. 13 ივნისის სტიქიის შედეგად, 213 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ზარალის ჯამურმა ოდენობამ თითქმის 5 მილიონს მიაღწია, რაც დაახლოებით, 3 კვირის ვადაში ანაზღაურდა.

რაც შეეხება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, მიმდინარე წელს, 12 009 შემთხვევა იყო. ზარალმა 23 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც ანაზღაურდა 14 მილიონი.

დანარჩენი შემთხვევებში ძირითადად ვენახებისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება. სადაზღვეოები ყურძნის ზუსტი ფასის დადგენას ელოდებიან და ზარალის უახლოეს პერიოდში ანაზღაურდება.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]