ბათუმში წმინდა საფეხბურთო ტიპის სტადიონი FIFA-ს და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედია საშუალებით მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება,სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წმინდა საფეხბურთო ტიპის სტადიონი FIFA-ს და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება, რის შემდეგადაც უახლოეს დღეებში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე განთავსდება. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვალისწინებული.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]