“მაკდონალდსის“ რესტორნები დახურვის საფთხის წინაშეა

ფრანშიზას პრინციპით მომუშავე მაკდონალდსის მფლობელები აცხადებენ, რომ პოპულარული სარესტორნო ქსელი „ღრმა დეპრესიაშია“ და  „მაკდონალდსის“ რესტორნების დახურვას არ გამორიცხავენ.
იაპონური საინვესტიციო კომპანია „ნომურას“ კვლევის თანახმად, „მაკდონალდსის“ თანამშრომლები კლიენტთა დროულ მომსახურებას ვერ ასწრებენ, აღჭურვილობა გაუმართავია, მენიუ კი მეტისმეტად მრავალფეროვანი. ამასთანავე, აშშ-ში, ქსელის ფრანშიზას მფლობელთა 30%-მდე გადამხდელუუნაროა.

ბოლო ორი წელიწადია, „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტებში გაყიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სიტუაციის გამოსასწორებლად, რესტორანმა ახალი მენიუ შექმნა, თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო. მენიუში ინგრედიენტების დამატების გამო გაიზარდა დატვირთვა მზარეულებზე. „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი სიახლისთვის, რომლის მიხედვითაც, კლიენტს ჰამბურგერის ინგრედიენტების არჩევა თავად შეუძლია – რესტორნის თანამშრომლები მზად არ აღმოჩნდნენ.

„ღრმა დეპრესიაში ვართ და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება“, – ამბობს მაკდონალდსის ერთ-ერთი თანამშრომელი.

გამოკითხვის მონაწილეებმა „მაკდონალდსის“ უახლოესი 6 თვის პერსპექტივები 5-დან 1,69 ბალით შეაფასეს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსგავსი კვლევების მიხედვით. იაპონური კომპანიის გამოკითხვაში ქსელის 29 ფრანშიზამ მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის მაკდონალდსის 229 რესტორანს აერთიანებს.

„მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნები ს შექმნის იდეა ძმებ დიკსა და მაკ მაკდონალდებს ეკუთვნით. პირველი რესტორანი 1940 წელს კალიფორნიის შტატ ქალაქ სან-ბერნარდინოში გაიხსნა.

2010 წლის მონაცემებით, რესტორნების რაოდენობის მხრივ „მაკდონალდსი“ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. პირველზე კი სწრაფი კვების ქსელი Subway-ა.

bpn.ge