ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია

საქსტატის“ მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი საქართველოდან წელს 9 თვეში, შარშანდელ იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2.9-ჯერ არის შემცირებული.

წელს 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში $140.902 მლნ-ის ავტომობილების ექსპორტი მოხდა, ხოლო შარშან იგივე პერიოდში – $408.545 მლნ-ის.

წლევანდელი ექსპორტი მთლიანი საგარეო გაყიდვების 8.6%-ია, ხოლო შარშან იანვარ-სექტემბერში მსუბუქ ავტომობილებზე მთელი ექსპორტის 19% მოდიოდა და ის ნომერ პირველი პოზიცია იყო საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს შორის. წელს ავტომობილების პოზიცია მესამეა.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]