Coca-Cola-ს III კვარტალში შემოსავალი და მოგება შეუმცირდა
უალკოჰოლო სასმელების უმსხვილეს მწარმოებელს, ამერიკულ Coca-Cola Co-ს III კვარტალში შემოსავლი და მოგება შეუმცირდა.
როგორც Bloomberg-ი იტყობინება, მაჩვენებლები იმაზე დაბალია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ სავალუტო რყევებმა და კურსის ცვალებადობამ განაპირობა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 1,45 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე 33 ცენტი. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგება 2,11მლრდ აშშ დოლარს აღწევდა, ანუ თითო აქციაზე 48 ცენტს.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები 4,6%-ით, 11,43 მლრდ აშშ დოლარამდე დაეცა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ვაჭრობაზე Coca-Cola აქციების ფასი 1,4%-ით გაუფასურდა.
აღანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 0,2 %-ით გაიზარდა.
[wpolling id=”8″ width=”” height=””]